Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი
უზბეკური “ნავბაჰორი”, რომელიც ახალი სეზონისთვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში ემზადება, კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა. “ნავბაჰორთან” კონტრაქტს “დინამო თბილისის” ყოფილი სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი გააფორმა, რომელიც ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო თავდამსხმელის, საუკეთესო ლეგიონერისა და ბომბარდირი გახდა.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ზორანს სერბეთის “სლოგაში” (2010-2013, 2015), “ვოზდოვაცში” (2014), “ბორჩაში” (2017), “ტემნიკში” (2017/2018), “სლობოდაში” (2018) უთამაშია, ბოსნია და ჰერცეგოვინის “სლავიაში” (2016), “კრუპაში” (2016), ბელარუსის “დნიაპროში” (2019) და “ნემანში” (2020).
2021 წლის სეზონი ზორანმა თბილისის “დინამოში” გაატარა, 41 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარუშიჩის ტრანსფერის საფასური Transfermarkt-ის პორტალზე 450 000 ევროა.
Videos
Photos