Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი
“დინამო თბილისის” აკადემიის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დაინიშნა. ხსენებული ინფორმაცია დედაქალაქური კლუბის ოფიციალურ საიტზე დადასტურდა. ესპანელმა სპეციალისტმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა.
კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა “დინამოში” – 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.
ანდრეს კარასკოს სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” დაიწყო – “ლა მასიაში” 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. კარასკო სხვადასხვა დროს “მალაგას” 16-წლამდე და დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 43 წლის ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი “საბურთალოს” აკადემიაშიც იმუშავა. “დინამოში” დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრებს თავკაცობდა.
ესპანელი სპეციალისტი “დინამოს” აკადემიაში მუშაობას 2022 წლის იანვრიდან დაიწყებს.
Videos
Photos