Categories

Additional

Website Language

Active date

“დინამო სოხუმს” ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

დინამო სოხუმის სპორტულ დირექტორად გელა ბანცური იმუშავებს

Image source: Sputnik / Alex Shlamov

 

საფეხბურთო კლუბ “დინამო სოხუმის” სპორტულ დირექტორად გელა ბანცური დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

გელა ბანცური ვეტერანი ქართველი ფეხბურთელია. წლების განმავლობაში გამოდიოდა “შევარდენი 1906”-ში, “დინამო თბილისში”, ბაქოს “ასკ”-ში, ლანჩხუთის “გურია”-ში.

კლუბის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გელა ბანცური უხელმძღვანელებს ვაჟთა მიმართულებას სრულად. მის დაქვემდებარებაში იქნება “დინამო” სოხუმის აკადემია, ძირითადი გუნდი და სამოყვარულო გუნდებიც. მთავარი მიზანი, კლუბის რეგიონულ ლიგაში გამარჯვება და ზედა ლიგაში აღზევებაა. ასევე, აკადემის სტრუქტურულად კიდევ უფრო გამართვა.

 

 

 

 

 

წყარო – fcdinamosokhumi.ge

 

ლევან მაისაშვილი: “არაერთხელ მითქვამს, რომ “ჰიტი” მაღალი ხარისხის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული – მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ”