Image source: Getty Images
“დინამო თბილისის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს – მურთაზ ხურცილავას დღეს 79 წელი შეუსრულდა.
მურთაზ ხურცილავა 15 წლის (1961-1975 წლები) მანძილზე იცავდა ლურჯ-თეთრი გუნდის ღირსებას, სადაც ჩაატარა 371 მატჩი და მეტოქეთა კარში გაიტანა 21 გოლი. სსრკ- ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. 10- ჯერ იქნა დასახელებული 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
იყო დედაქალაქური გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. სსრკ–ს ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და ორგზის მონაწილე 1966 და 1970 წლებში, ევროპის 1972 წლის პირველობის ფინალისტი, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1972 წელს.
“დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელი 1998/99 წლებში.
Videos
Photos