Image source: fcdinamo.ge
“დინამო თბილისმა” 7 ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ანზორ მექვაბიშვილმა, საბა ხვადაგიანმა, ალექსანდრე კალანდაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა კლუბთან კონტრაქტები 2024 წლის ბოლომდე გააფორმეს. ოთხივე ფეხბურთელი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია.
საკუთარი კონტრაქტები 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს თბილისური კლუბის ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ და შემტევმა დავით სხირტლაძემ. ორივე მოთამაშესთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
“დინამო თბილისთან” 1+1 სისტემით კონტრაქტი ასევე გაახანგრძლივა გიორგი გაბედავამ. გამოცდილი ქართველი ფორვარდი თბილისური კლუბის ღირსებას 2020 წლის სეზონიდან იცავს.
Videos
Photos