Image source: Rotor FC
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში „როტორმა“ „უფა“ 1:0 დაამარცხა. მატჩის 81-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. მსაჯის აზრით, მან სიმულაციას მიმართა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მოედანს ფეხი წამოარტყა და ამიტომ დაეცა.
დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ყვითელი ბარათი გაუუქმდება, რადგან სიმულაციისთვის არ მიუმართავს.
„ამ მომენტის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ არ მოეცა ყვითელი ბარათი, რადგან ფეხი წამოვკარი და დავეცი. და ეს ვიდეოში კარგად ჩანს. ეს არ იყო სიმულაცია და იმედი მაქვს, რომ ეს ყვითელი ბარათი გაუქმდება“ – წერს ზურიკო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „როტორმა“ სეზონში მეორე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
წყარო – Instagram
Videos
Photos