Categories

Additional

Website Language

Active date

დავით კობოურის პირველი ინტერვიუ “მფკ კარვინაში” გადასვლის შემდეგ

დავით კობოური კარვინაში გადავიდა

Image source: mfkkarvina.cz

 

ქართველი ნახევარმცველი დავით კობოური “მფკ კარვინაში” თბილისის “დინამოდან” გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. ადრეული 24 წლის ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა და ოთხშაბათს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელ ბოჰუმილ პანიკთან ერთად “სტოპერს”, მემარცხენეს ეძებდა.

“ის არის შესანიშნავი პარამეტრების მოთამაშე, ხარისხიანი ფეხბურთელი, გარდა იმისა, რომ მემარცხენეა. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აკლიმატიზაცია გუნდშიც და მოედანზეც იქნება. ჩვენი ლიგა ხომ განსხვავდება საქართველოსგან“, – განაცხადა “კარვინას” სპორტულმა დირექტორმა ლუბომირ ვლკმა.

“ეს ჩემი პირველი შეხვედრაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ცენტრალური მცველის გარდა, ხანდახან დაცვის მარცხენა ამპლუაშიც ვთამაშობ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მომწონს კლუბი“, – განაცხადა დავით კობურმა, რომელმაც 23-ნომრიანი მაისური აირჩია. დათომ დაამატა, რომ “კარვინაში” ჩასვლამდე მწვრთნელ ბოჰუმილ პანიკთან იყო კონტაქტში.

 

 

 

 

 

წყარო – mfkkarvina.cz

 

თორნიკე შენგელიას 16 ქულა 20 წუთში და “ცსკას” იოლი გამარჯვება საბერძნეთში (ვიდეო)