Image source: Foto: Torkil Fosdal, FCK.DK
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” უკვე ყოფილი მცველი, დავით ხოჭოლავა საფეხბურთო კარიერას დანიურ “კოპენჰაგენში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დანიური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
28 წლის ქართველი ფეხბურთელი დანიურმა გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, ხოლოდ დედაქალაქურ გუნდის მაისურს 2025 წლის ივლისამდე მოირგებს.
“მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ განხორციელდა ეს ტრანსფერი.
“კოპენჰაგენი” არის დიდი კლუბი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ისტორია, ასევე ევროპაში. მე დიდი ხანია ვიცოდი მათი ინტერესის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბების მხრიდან იყო ინტერესი, მე ყოველთვის ვხედავდი “კოპენჰაგენს”, როგორც აშკარა ვარიანტს ჩემთვის.
ჩემს ახალ თანაგუნდელებს შორის ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ახლა მე ველოდები გუნდის ყველას შეხვედრას და გავეცნო თამაშის სტილს” , – განაცხადა ხოჭოლავამ.
🤝✍️✔️🇬🇪 #fcklive #sldk pic.twitter.com/ec7dDd8KOM
— F.C. København (@FCKobenhavn) July 6, 2021
„კოპენჰაგენს“ დანიის ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ აქვს მოპოვებული, 8-ჯერ იყო დანიის თასის მფლობელია, ხოლო 3-ჯერ დანიის სუპერთასის გამარჯვებული. ახალ ევროსეზონში კონფერენც ლიგაზე 22 ივლისს, ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე 1/-4 ფინალში ბელარუსული “ტორპედო-ბელაზი” იქნება.
Videos
Photos