Categories

Additional

Website Language

Active date

CIES-მა წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

24/10/2021, Барселона, Испания: Защитник «Баварии» Давид Алаба празднует гол в ворота «Барселоны» в рамках испанской Ла Лиги 2021/22 (фото - David Ramos/Getty Images)

 

 

CIES Football Observatory-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ალტერნატიული რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა გაითვალისწინეს ისეთი მონაცემები, როგორიცაა ა) სათამაშო დროის რაოდენობა, ბ) გუნდის რეიტინგი, გ) ტურნირები, სადაც მოთამაშე მონაწილეობდა, დ) მოთამაშის გავლენა გუნდის წარმატებაზე.

დავიდ ალაბამ “ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში გავიდა. ზაფხულში, 29 წლის ფეხბურთელმა დაეხმარა ავსტრიის ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის ⅛ ფინალში გასვლაში, ხოლო ტურნირის ბოლოს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის სათავეშია და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

 

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1.დავიდ ალაბა («ბაიერნი»/«რეალ მადრიდი», ავსტრია) – 108.0 (მოთამაშის რეიტინგი)

2.რუბენ დიაში («მანჩესტერ სიტი», პორტუგალია) – 106.0

3.მილან შკრინარი («ინტერი», სლოვაკეთი) – 105.0

4.კარლოს კაზემირო («რეალ მადრიდი», ბრაზილია) – 105.0

5.იოშუა კიმიხი («ბაიერნი», გერმანია) – 102.9

6.კარიმ ბენზემა («რეალ მადრიდი», საფრანგეთი) – 100.9

7.ჯოვანი დი ლორენცო («ნაპოლი», იტალია) – 99.9

8.ფრენკი დე იონგი («ბარსელონა», ნიდერლანდები) – 99.8

9.მარცელო ბროზოვიჩი («ინტერი», ხორვატია) – 98.7

10.ნიკოლო ბარელა («ინტერი», იტალია) – 98.2

 

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” მფლობელმა ლიონელ მესიმ მხოლოდ 24-ე ადგილი დაიკავა, რობერტ ლევანდოვსკიმ – მე-17, ბრუნო ფერნანდეში კი მე-11.

 

 

“ოქროს ბუცი” 2021/2022: ტოპ-5 ლიგის ტოპ ბომბარდირები (განახლებული)