Image source: GhettoRadio895 ტვიტერის გვერდი
ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში „ჩელსი“ ლონდონში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 0:1 ანგარიშით დამარცხდა. ტომას ტუხელის მწვრთნელობის პერიოდში ეს პირველი მარცხია ლონდონური გრანდისთვის მიმდინარე სეზონში, რომელმაც საკმაოდ უსახური ფეხბურთი აჩვენა და უქულოდ დამსახურებულად დარჩა. მატჩის ბედი გაბრიელ ჟეზუსის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მან 53′-ე წუთზე კანსელუს გადაცემის შემდეგ გაიტანა.
„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:1
გოლი: 1:0 ჟეზუსი (53′)
It doesn’t seem to me that Jesus is higher pic.twitter.com/U0oLjJuDnH
— (@RnWo99) September 25, 2021
„მანჩესტერ სიტის“ 6 თამაშში 13 ქულა აქვს მოპოვებული და მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ჩელსი” კი მე-3 ადგილზე გადაინაცვალა, მაგრამ 13 ქულა აქვს დაგროვებული.
Videos
Photos