Image source: chelseafc.com
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი მიში ბაჩუაი კიდევ ერთხელ იჯარის წესით გადავიდა სხვა კლუბში. აღნიშნულ ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურ საიტზე დადასტურდა.
მიმდინარე სეზონი ბელგიელი თურქულ “ბეშიქთაშში” გაატარებს. ტრანსფერის წინ “არისტოკრატებმა” 27 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივეს.
🦇 O Beşiktaş’ın ihtiyacı olan her şey!
Welcome to Beşiktaş @mbatshuayi #BatsmanRises pic.twitter.com/S2xmjizGZb
— Beşiktaş JK (@Besiktas) August 18, 2021
აღვნიშნოთ, რომ ეს ბაჩუაისთვის რიგით მე-5 იჯარაა “მარსელიდან” “ჩელსიში” 2016 წელს გადასვლის შემდეგ. მანამდე კი ის იჯარით გამოდიოდა დორტმუნდის “ბორუსიაში”, “ვალენსიაში” და ორჯერ “კრისტალ პალასში”.
Videos
Photos