Image source: Getty Images
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის “ბეტისი” “ბადალონას” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით დამარცხდა – 82:84.
ბურჯანაძემ 25:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
აღვნიშნოთ, რომ “ბეტისმა” ამ სეზონში მე-11-ედ წააგო და მე-18 ადგილს იკავებს. ბექას გუნდის მომდევნო ტურში “ბასკონიას” წინააღმდეგ ითამაშებ.
Videos
Photos