Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი
ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის დასრულებამდე, ბათუმის “დინამომ” საქართველოს ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად 28 ნოემბერს გაინაღდა.
გია გეგუჩაძის გუნდმა 35-ე ტურში “სამგურალიც” 3:0 დაამარცხა, მაგრამ მანამდე ბათუმელთა მთავარმა კონკურენტმა – “დინამო თბილისმა” “სამტრედიასთან” (0:0) ქულები დაკარგა, მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. დედაქალაქელებმა აუტსაიდერ მეტოქესთან უგოლო ფრე დააფიქსირეს.
“3 და 4 დეკემბერს პირველ ჩემპიონობას ავღნიშნავთ.
ერთად ვიზეიმოთ ისტორიული გამარჯვება.
3 დეკემბერს ეროვნული ლიგის დასკვნით ტურში გორის “დილას” ვმასპინძლობთ. მატჩის დასრულების შემდეგ საჩემპიონო ფარს და ოქროს მედლებს ჩავიბარებთ, ბათუმი არენაზე მოსული გულშემატკივარი ლაზერშოუს და დაჯილდოვების ცერემონიას იხილავს.
4 დეკემბერს ზეიმი ბათუმის ქუჩებში გაგრძელდება, საჩემპიონო მსვლელობა 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება და ბულვარში, კოლონადებთან გალა კონცერტით დასრულდება” , – ვკითხულობთ ბათუმური გუნდის ფეისბუქ-გვერდზე.
ბოლო ტურში ბათუმის “დინამო” შინ გორის “დილას” 19:00 საათზე შეხვდება.
Videos
Photos