Categories

Additional

Website Language

Active date

“ბარსელონამ” ოზილის შეძენაზე უარი თქვა ორი მიზეზის გამო

 

კატალონიის “ბარსელონა” “არსენალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, მესუტ ოზილის შეძენით დაინტერესებული აღარ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ორ მიზეზს უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა კატალონიელები ოზილისთვის წლიური ხელფასის სახით 19 მილიონ ევროს არ გაიღებენ. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ “ბარსას” მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს არ მოსწონს ოზილის ცხოვრების წესი მოედანს გარეთ.

საქმე ისაა, რომ ეროვნებით თურქი ფეხბურთელი ბევრ დროს ატარებს ღამის კლუბებში.