Image source: FCBarcelona ტვიტერის გვერდი
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხავი ახალ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
41 წლის კატალონელი “კამპ ნოუს” სტადიონის ბალახზე ფანების თვალწინ, კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თანხლებით წარსდგა.
გულშემატკივრები სკანდირებდნენ ხავის სახელს და მან მათ უპასუხა შემდეგნაირად: ”მე ნამდვილად მადლობელი ვარ კლუბს, ყველა გულშემატკივარს – ეს წარმოუდგენელია. ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩვენ ვართ საუკეთესო კლუბი მსოფლიოში და ვიმუშავებთ, რომ ბევრი ტიტული მოვიგოთ”.
შემდეგ ახალმა მწვრთნელმა და ლაპორტამ კონტრაქტი გააფორმეს და გულშემატკივრებთან ერთად იმღერეს.
The moment has arrived pic.twitter.com/OkSunDBzRk
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 8, 2021
And there it is! pic.twitter.com/yFdrGsEuNi
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 8, 2021
😍 Xavi & @JoanLaportaFCB 😍 pic.twitter.com/ZANHk9POQi
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 8, 2021
უფრო ადრე ხავიმ, რომელმაც თავისი პროფესიული კარიერის უმეტესი ნაწილი “ბარსაში” გაატარა, კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
Videos
Photos