Image source: Bundesliga.com
გერმანიის ბუნდესლიგა დასრულდა, რის შედეგადაც მიუნხენის „ბაიერნმა“ კუთვნილი „ვერცხლის სინი“ ჩაიბარა.
„რეკორდმაისტერმა“ სტუმრად „ვოლფსბურგი“ 4:0 გაანადგურა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ეს მატჩი არაფერს წყვეტდა, რადგან „ბაიერნი“ ისედაც ჩემპიონი იყო. მიუნხენელებმა ზედიზედ მერვედ მოიგეს გერმანიის ჩემპიონატი.
სხვა განაჩენს რაც შეეხება: ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ერთად „დორტმუნდი“, „ლაიპციგი“ და „გლადბახი“ ითამაშებენ, ხოლო ევროპის ლიგაზე „ლევერკუზენი“, „ჰოფენჰაიმი“ და „ვოლფსბურგი“.
მე-2 ბუნდესლიგაში გავარდნენ „პადერბორნი“ და „ფორტუნა“, ხოლო „ვერდერს“ პლეი-ოფში მოუწევს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა. მისი მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.
„ვოლფსბურგი“ – „ბაიერნი“ 0:4
გოლები: 0:1 კომანი (4), 0:2 კუიზანსი (37), 0:3 ლევანდოვსკი (72, პენ), 0:4 მიულერი (79)
The final table 📷 #BundesligaMD34 pic.twitter.com/yocQ2L4SNV
— Bundesliga English (@Bundesliga_EN) June 27, 2020
წყარო – Bundesliga
Videos
Photos