Image source: hoffenheim
გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდა და 1:4 განადგურდა.
„ჰოფენჰაიმმა“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და 2:0 დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს მიუნხენელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნი“ ბრძოლას აპირებდა, მატჩის მიწურულს ანდრეი კრამარიჩმა დუბლი შეასრულა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.
„ბაიერნმა“ ზედიზედ 23 მოგების შემდეგ წააგო, 2020 წელს კი პირველი მარცხი განიცადა.
„ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 4:1
გოლები: 1:0 ბიჩაკჩიჩი (16), 2:0 დაბური (24), 2:1 კიმიხი (36), 3:1 კრამარიჩი (77), 4:1 კრამარიჩი (90, პენ)
წყარო – Bundesliga
Videos
Photos