Categories

Additional

Website Language

Active date

ავთანდილ ასათიანი: “ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი – ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა”

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ავთანდილ ასათიანის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

“ორი თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი. ამხანაგური თამაშები ზუსტად ამისთვის არის საჭირო. რუმინეთთან ზუსტად იგივე სურათი იყო, როდესაც 0:3 ანგარიშიდან შევძელით თამაშის შემოტრიალება. ეს კიდევ უფრო დიდ რწმენას გაძლევს, რომ შეგიძლია თამაშის გადარჩენა, რა ანგარიშითაც არ უნდა აგებდე. ელისანდრო ძალიან დაგვაკლდა. ჩანდა, რომ მასზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გადატანილი. ძალიან სწრაფად მიიღო ტრავმა. ისეთი დონის ფორვარდია, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. მისი გასვლის შემდეგ, სხვა სქემაზე გადავეწყვეთ და ამან გაამართლა.

ძალიან კარგია, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი არ ვართ. ელისანდროს მდგომარეობის შესახებ მეტი ექიმებთან საუბრის შემდეგ გვეცოდინება. აქამდე მთელი კონცენტრაცია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გვქონდა. ხვალიდან, როგორც კი ეს ემოციები ჩაცხრება, შევუდგებით ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას”,- აცხადებს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი.

2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შრის ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

ისტორია დაწერილია – საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია