Image source: avfc.co.uk
“ასტონ ვილამ” “ბარსელონადან” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით აიყვანა. 29 წლის ნახევარმცველი სეზონის დარჩენილ ნაწილს ბირმინგემურ კლუბში გაატარებს.
“ბარსას” პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმება სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. ბრაზილიელს ჯერ არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება და მუშაობის ნებართვა.
“ასტონ ვილა” ფილიპეს ხელფასს ნაწილობრივ გადაუხდის. უახლოეს საათებში ის ბირმინგემში გაემგზავრება.
Welcome, Philippe Coutinho! 🙌
Aston Villa and FC Barcelona have agreed terms for Philippe Coutinho to spend the rest of this season on loan at Villa Park. 🇧🇷
— Aston Villa (@AVFCOfficial) January 7, 2022
კოუტინიო “ბარსელონას” “ლივერპულიდან” 2018 წელს შეუერთდა. 2019/20 წლების სეზონში ბრაზილიელი “ბაიერნში” იჯარით თამაშობდა. მიმდინარე სეზონში შემტევით ნახევარმცველმა “ბარსას” მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
Videos
Photos