Image source: Premier League
ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ლივერპულის „ევერტონსა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის გაიმართა.
კარლო ანჩელოტის გუნდს კარგი სეზონი აქვს და ლიდერებშია, ხოლო „არსენალი“ აუტსაიდერთა რიგებში იმყოფება. მიკელ არტეტას გუნდმა ამ სეზონში მორიგი, უკვე მერვე მარცხი განიცადა.
სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ლივერპულელები ჰოლდინგის ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო ნიკოლას პეპემ პენალტით გაათანაბრა. 45-ე წუთზე ანჩელოტის გუნდმა იერი მინას გოლით მოიპოვა გამარჯვება.
„ევერტონმა“ 26 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 14 ქულით მე-15 ადგილზეა.
„ევერტონი“ – „არსენალი“ 2:1
გოლები: 1:0 ჰოლდინგი (22, ა.გ), 1:1 პეპე (35, პენ), 2:1 მინა (45)
⚽️ HT: Everton 2-1 Arsenal | Holding fantastic own goal gives Everton the lead than Pepe scored a penalty, right on half time Mina scored to give Everton the lead again #EVEARS pic.twitter.com/VackyvranP
— D9INE – RIP Arsenal (@D9INE_FOREVER32) December 19, 2020
წყარო – Premierleague
Videos
Photos