Categories

Additional

Website Language

Active date

არჩილ არველაძემ 1993 წელს “ტრაბზონსპორში” გატანილი გოლი გაიხსენა (ვიდეო)

არჩილ არველაძის გოლი ტრაბზონსპორში

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ “ტრაბზონსპორის” შემადგენლობაში 28 წლის წინანდელი გატანილი ლამაზი გოლი გაიხსენა. მან გოლის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა.

1993/94 სეზონში თურქეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში “ტრაბზონსპორი” “სარიერ სპორს” ესტუმრა და 0-1 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გილი 75-ე წუთზე აჩიმ გაიტანა.

 

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Achi Arveladze (@achi.arveladze)

შეგახსენებთ, რომ არჩილ არველაძე “ტრაბზონსპორში” 1993-1997 წლებში თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით ქართველმა ფორვარდმა 46 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

 

 

 

წყარო – არჩილ არველაძის ინსტაგრამი

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში მორიგ საფეხბურთო ცენტრს აშენებს