Image source: gff.ge
ფიფას განახლებული რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიის ნაკრებია 1822 ქულით, მეორე ადგილზე ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიაა – 1798 ქულით, მესამეზე კი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთია – 1762 ქულით.
ფიფას ახალ რეიტინგ-ლისტში ვილი სანიოლის გუნდმა 91-ე ადგილი დაიკავა. 18 თებერვლის მონაცემებით კი საქართველოს ნაკრებს 88-ე ადგილი ეკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში 2 ოფიციალურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი, სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.
Videos
Photos