Image source: manchestereveningnews.co.uk
ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Givemesport-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები ეროვნებების მიხედვით გამოარჩია.
აღნიშნულმა გამოცემამ პრემიერ ლიგაში მოასპარეზე 5 ქართველიდან (მიხეილ ყაველაშვილი – “მანჩესტერ სიტი” და რატი ალექსიძე – “ჩელსი”) 3 გამოყო: გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი), თემურ ქეცბაია (ნიუქასლი, ვულვერჰემპტონი) და ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი, ნიუქასლი), ხოლო საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად კი ქინქლაძე დაასახელა.
“გიორგი ქინქლაძე მანჩესტერულ კლუბში 1995 წელს გადავიდა და მალევე შეძლო “სიტის” გმირი გამხდარიყო. მან კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა და 90-ების მანჩესტერელებს საჭირო მუხტი მისცა,” – წერია Givemesport სტატიაში.
Videos
Photos