Categories

Additional

Website Language

Active date

ანდრეი დემჩენკო: “დედაქალაქური გუნდთან მატჩი სამეულისთვის ბრძოლაში ერთ ერთი გადამწყვეტი იქნება”

ანდრეი დემჩენკოკონფერნც ლიგის წილისყრა შეაფასა

 

გორის “დილას” მთავარმა მწრვთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის “დინამოსთან” მოგებული მატჩი (1:0) შეაფასა.

როგორც ანდრეი აღნიშნავს ეს მატჩი გუნდისთვის დიდი მუხტი იქნება.

“ემოციურად დატვირთული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, ორი კარგი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს რომელმაც კარგი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. ვიმედოვნებ რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა, თუმცა ფორტუნა დღეს ჩვენს მხარეს იყო. ამ თამაშმა მოგვცა ფსიქოლოგიური მუხტი მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის რომელიც “საბურთალოსთან” გველის, ეს მატჩი სამეულისთვის ბრძოლაში ერთ ერთი გადამწყვეტი იქნება. თუმცა, ჩვენთვის თელავთან და დინამო ბათუმთან დარჩენილი შეხვდრებიც ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ანდრეიმ.

33 ტურის შემდეგ, გორის „დილას“ 59 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე რჩება.

 

 

 

წყარო – fcdila.ge

 

კახა ცხადაძე: “ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ – კრეატივში გვიჭირს”