Image source: FC Dinamo Tbilisi
“დინამო თბილისი” თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავს. დედაქალაქური გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერ-ლიგის წარმომადგენელი – საფეხბურთო კლუბი “ლვოვი” გახლავთ.
უკრაინელები თურქულ შეკრებაზე 16 იანვრიდან იმყოფებიან. “ლვოვმა” 22 იანვარს ავსტრიულ “ჰარტბერგთან” ფრედ 0:0 ითამაშა, ორიოდე დღის წინ კი სკოპიეს “რაბოტნიჩკისთან” მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირი ეთერი – FC Dinamo Tbilisi
Videos
Photos