Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

“ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ” – რომან დოლიძემ შესაძლოა სხვა წონით კატეგორიაში იბრძოლოს

რომან დოლიძემ შესაძლოა სხვა წონით კატეგორიაში იასპარეზოს

Image source: Getty Images

 

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საწვრთნელ პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ წონით კატეგორიის შეცვლაზე ფიქრობს.

“ამჟამად ვიმყოფები UFC Performance Institute-ში. აქ ყველა მიმართულებით უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ და კარგი ინდივიდუალური მიდგომა აქვთ თითოეულ მებრძოლთან. ამჟამად 99 კგ-ს ვიწონი. ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონისთვის, რომელშიც ვასპარეზობ მესაჭიროება 93 კგ-ის დაფიქსირება, ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ მაქვს პოტენციალი, ერთი წონით დაბლა ანუ საშუალო წონით დივიზიონში (84 კგ, middleweight) ვიასპარეზო. ან არის მეორე ვარიანტი, რომ წონაში კიდევ მოვიმატო, იმისათვის, რომ ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში (light heavyweight) უფრო დამაჯერებელ და კარგ ფორმაში ვიყო. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს შევიცვლი თუ არა წონას, თუმცა ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ.

ორ წონით კატეგორიაში ერთდროულად ბრძოლების ჩატარებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ სპეციალისტების რჩევით განვიხილავთ იმ ვარიანტს რაზეც პირველ კითხვაში ვისაუბრეთ. მსურს უფრო პროფესიონალურად და სწორი კუთხით მივუდგე ყველაფერს. ამჟამად კი ვაგრძელებ ვარჯიშებს ლას ვეგასში და ალანთან ბრძოლისთვის ვემზადები.” – განაცხადა დოლძემ პირველ არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას ბრაზილიელი ჯონ ალანის წინააღმდეგ 22 ნოემბერს გამართავს.

რომანს აქამდე 7 მოგება და 0 მარცხი აქვს. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დოლიძემ სადებიუტო ბრძოლა რუს ხადის იბრაგიმოვთან გამართა და ნოკაუტით მოიგო.

წყარო – 1tv.ge

კონორ მაკგრეგორმა MMA-ის ისტორიის 4 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა