Image source: Getty Images
ალვარო მორატას ტრანსფერი “იუვენტუსიდან” “ბარსელონაში” შესაძლოა არ განხორციელდეს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, “ბიანკონერის” ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შეხვდნენ თავდამსხმელს და განაცხადეს, რომ მზად არიან, სეზონის ბოლომდე გუნდში შეინარჩუნონ. მორატას “ბარსელონაში” გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტურინული კლუბი შემცვლელს იპოვის.
Juventus board and Massimiliano Allegri met with Álvaro Morata today to tell they’re prepared to keep him until the end of the season if they can’t find a new striker on loan. ⚪️ #Juventus
Juve priority is a top young striker in June – still nothing advanced for Mauro Icardi. pic.twitter.com/eQTfOop4dq
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 3, 2022
“ზებრების” ცენტრფორვარდის ერთ-ერთი კანდიდატი მაურო იკარდია. თუმცა, ტურინელებისთვის პრიორიტეტი ახალგაზრდა თავდამსხმელის ივნისში შეძენაა.
შეგახსენებთ, რომ ალვაროს ტრანსფერის უფლებები მადრიდის “ატლეტიკოს” ეკუთვნის. “ბარსელონა” მზადაა ესპანელი იჯარით 40 მილიონ ევროდ გამოსყიდოს.
Videos
Photos