Image source: gbf.ge
საკალათბურთო სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო.
2022 წლის ქართული “ოლ სტარის” მატჩი-აქცია 28 იანვარს, გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება. ადგილობრივების გუნდს ლექსო ლაფანაშვილი (“თსუ”-ის მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – კოტე ტუღუში (“ქუთაისის” თავარი მწვრთნელი).
“ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 3-ქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
ხმის მიცემისას ირჩევთ თითოეული გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრებს:
• 2 უკანახაზელს
• 2 ფორვარდს
• 1 ცენტრს
ორივე გუნდის ჯამში 10 კალათბურთელს და აფიქსირებთ თქვენს არჩევანს.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ – superleague.ge
Videos
Photos