Image source: Euroleague
რუსულმა მედიამ უარყო ინფორმაცია, რომ მოსკოვის „ცსკას“ თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტი შეთანხმებული აქვს.
„ცსკას“ შენგელიასადმი ინტერესი აქვს, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ კონტრაქტზე შეთანხდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი საწყის ეტაპზეა“ – ციტირებს სანდო წყაროს სიტყვებს Izvestia.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას „ცსკასთან“ კონტრაქტის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა.
ქართველი ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონში საშუალოდ მატჩში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა.
წყარო – Sports.ru
Videos
Photos