Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკ გვერდი
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადების თანახმად საშუალება გვაქვს, რომ ხმა მივცეთ ლაშა შავდათუაშვილსა და ილია სულამანიძეს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონის მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობს, რომელიც 10 დეკემბრამდე გასტანს. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან. 2 ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები: ლაშა შავდათუაშვილი – „წლის საუკეთესო ძიუდოისტის“ და ილია სულამანიძე – „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში.
ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება ბმულზე: awards.ijf.org
მხარი დაუჭირეთ ქართველ ძიუდოისტებს!
Videos
Photos