Image source: Sumo Kyokai
ჰაცუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კოტონოვაკა იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 7 მოგება – 2 წაგება. ქართველი მაეგაშირა კოტონოვაკასთან ბრძოლაში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
მეცხრე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 4 მოგება და 5 წაგება.
Hatsu Basho 2022 – Day 9 – Tochinoshin vs Kotonowaka@tochinoshin#Kotonowaka@sumokyokai pic.twitter.com/HiTwYoUEPM
— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) January 17, 2022
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3 მოგება და 6 წაგება.
Videos
Photos