Categories

Additional

Website Language

Active date

ცვლილება ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში – გელა აფრასიძის მაგივრად თენგიზ პერანიძე

ბორჯღალოსნები | აფრასიძე პერანიძემ შეცვალა

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება.

23 წლის “მონპელიეს” მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, “ტულუზთან” მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა.

“ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში, მოედანზე დაცემისას საფრანგეთში მიღებული ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. გელა ძალიან კარგ ფორმაში იყო და ეს ჩვენთვის შეუფასებელი დანაკლისია. რა დრო დაჭირდება მის გამოჯანმრთელებას დეტალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მინიმუმ 3 კვირა დასვენება მოუწევს და შესაბამისად, ნოემბერში ვერ დაგვეხმარება.

მაგრამ რაგბი და ზოგადად სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს და ვერაფერს ვიზამთ. არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

აფრასიძის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს “შავი ლომიდან” თენგიზ პერანიძე დაემატა.

ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინ გაემგზავრნენ და მომავალი შეხვედრისთვის ბორდოში მოემზადებიან. თამაში 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 20-ში ფიჯის ესპანეთში შეხვდებიან.

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

ვილი სანიოლი: “მსურს ზლატანი მოედანზე ვიხილო – ჩვენი მიზანია, რომ მებრძოლი გუნდი ჩამოვაყალიბოთ”