Categories

Additional

Website Language

Active date

ქართველი მოციგურავეების მორიგი წარმატებული შედეგი რიგაში

Image source: Georgian Figure Skating Federation ფეისბუკ გვერდი

 

მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა 44-ე საერთაშორისო ტურნირი “Volvo Open Cup”-ის თასი.

ტურნირში საქართველოდან მონაწილეობდნენ ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები: ალინა ურუშაძე ( სენიორი ქალები), ირაკლი მაისურაძე და ნიკა ეგაძე ( სენიორი მამაკაცები)
და იუნიორთა კატეგორიაში ანადეა გულბიანი-შმიდტი.

2 ოქროსა 1 ბრინჯაოს მედალი იყო ის შედეგი, რითიც ტურნირი დასრულდა ქართველი სპორტსმენებისათვის. 8 ქვეყნის 12 მოციგურავე ქალს შორის ალინა ურუშაძემ 178,29 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა. ირაკლი მაისურაძისათვის რიგის ტურნირი ახალი სეზონის პირველი სტარტი, ხოლო ნიკა ეგაძისათვის კი ყაზახეთის “დენის ტენის” თასის შემდეგ მეორე ოფიციალური სტარტი იყო. 8 ქვეყნის 11 მოციგურავე მამაკაცს შორის ირაკლი მაისურაძემ 227,61 ქულით პირველი, ხოლო ნიკა ეგაძემ კი 225.60 ქულით მე-3 ადგილი მოიპოვა. იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე ანადეა გულბიან-შმიდტმა კი 14 ქვეყნის 21 მოციგურავე გოგონას შორის 119.75 ქულით ტურნირი საუკეთესო ათეულში მე-8 პოზიციით დაასრულა.

 

 

 

 

 

წყარო – Georgian Figure Skating Federation