Categories

Additional

Website Language

Active date

ნონა გაფრინდაშვილს ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა

Image source: Georgian Chess Federation ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში პირველი ქალი დიდოსტატი მოჭადრაკეა. თამარის ოქროს მონეტა კი, სიმბოლურად გამოხატავს მისი გამორჩეული მიღწევების მნიშვნელობას.

“მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონას ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის”, – ვკითხულობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

 

 

 

 

წყარო – Georgian Chess Federation

 

უსმანე კამარა თბილისის “დინამოში” ითამაშებს