Image source: Getty Images
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგნურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
პროფესონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ რეიტინგი განაახლა და ბასილაშვილი 31-ე პოზიციიდან 30-ზე დაწინაურდა. 29 წლის ქართველ ჩოგბურთელის ანგარიშზეა 1885 ქულა, ხოლო მიმდინარე წელს სულ 362281 დოლარი გამოიმუშავა.
ხვალ ნიკოლოზი რომის ATP 1000-ის ტურნირზე პირველ მატჩს გამართავს ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე კი იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.
აღვნიშნოთ, რომ ATP 1000-ის ტურნირი 9-16 მაისის ჩათვლით ჩატარდება, რომლის საპრიზო ფონდიც 2563710 ევროა.
Videos
Photos