Categories

Additional

Website Language

Active date

ზუგდიდში ახალი სარაგბო კომპლექსი აშენდება

Image source: rugby.ge

 

ქართულ რაგბის მალე კიდევ ერთი სარაგბო კერა შეემატება. საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ზუგდიდში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეჭიდა. ფონდის დაფინანსებით ზუგდიდელებს მალე 2-მოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი ექნებათ, რომელიც ჯამში 5000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამეგრელოში ეს მეორე პროექტია ფოთის სარაგბო სტადიონის შემდეგ, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი ქართუ განახორციელებს, რაც რეგიონში რაგბის განვითარებას უცილობლად შეუწყობს ხელს. აქ გაიზარდნენ რაგბის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც იყვნენ დათო კილასონია, ირაკლი კიზირია, ალექსანდრე გრიგალავა, დიმიტრი ბასილაია და სხვები.

მშენებლობის პროცესი საქართველოს რაგბის კავშირის, საქველმოქმედო ფონდ “ქართუსა” და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოინახულეს.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

გიორგი ცინცაძე: “შემომთავაზეს რუსეთის მოქალაქეობა – თუ ვინმე გამასწრებს, ნამდვილად არ მეწყინება”