Image source: NOVENTI OPEN/HalleWestfalen
დღეს, საქართველოს დროით 18;15 საათზე 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ნოვენტის ღია პირველობაზე მორიგ მატჩს გამართავს. (1 455 925 ევრო) ძირითად ბადეში პირველი რაუნდის დაძლევა მოახერხა.
საქართველოს პირველი ჩოგანი 1/8-ფინალში 25 წლის ფრანგ არტურ რინდერკნეხს გაეჯიბრება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 119-ე ადგილზე იმყოფება.
ბასილაშვილმა ჰალეში თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც 2 მეტოქეს აჯობა, 1/8-ფინალში მისი მეტოქე კი რინდერკნეხი იქნება.
ნოვენტის ღია პირველობა 14 ივნისს სტარტი აიღო და 20 ივნისამდე გაგრძელდება, რომლის საპრიზო ფონდი 1 მილიონ 318605 ევროს შეადგენს.
Videos
Photos