Categories

Additional

Website Language

Active date

გიორგი მიქაძე: “პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს ვიზამთ, თავი დავაღწიოთ რთულ სიტუაციას”

გიორგი მიქაძის მატჩისწინა კომენტარი

Image source: სკ თელავის ოფიციალური გვერდის ფეისბუქ გვერდი

 

დღეს 18 ივნისს, რუსთავში ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართება ეროვნული ლიგის მე-18 ტურის პირველი შეხვედრა, სადაც “თელავი” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება.

საფეხბურთო კლუბ “თელავის” პრესსამსახურმა ქობულეთის “შუქურასთან” უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის კომენტარი გამოაქვეყნა.

“ძალიან რთული თამაში იყო გორში და ასე ვთქვათ, კარგი ქულა ავიღეთ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო თვალსაზრისით.” დილა” კარგი გუნდია, მითუმეტეს სახლში კარგად თამაშობს და ვფიქრობ, ჩვენც კარგად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, ახლა ქულების დაგროვებასაც დავიწყებთ – გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბიჭებიც მოტივირებულები არიან და ძალიან გვინდა, დადებითი შედეგები ვაჩვენოთ და მოვიგოთ თამაშები, ჩვენ ცდას და მონდომებას არ დავაკლებთ.

ქომაგებსაც მადლობას ვეტყვი გვერდში დგომისთვის და მოთმინებისთვის, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს ვიზამთ, თავი დავაღწიოთ რთულ სიტუაციას და მერწმუნეთ, კარგი გუნდიც გვეყოლება”, – განაცხადა მიქაძემ.

ზემოთ ხსენებული მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.

 

წყარო – FC Telavi

დავით ყიფიანი დღეს 70 წლის გახდებოდა