Logo
0

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დასძლია

გუშინ, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრა ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით (7:0) ანგარიშით დასრულდა. მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება დროზე ადრე მოიპოვა. D ჯგუფის მე-2 შეხვედრაში გერმანია დანიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში (5:2) ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის ბოლო შეხვედრები 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 17:30 საათი:  ისრაელი - გერმანია  20:30 საათი: საქართველო - დანია წყარო – სფფ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება პირველ ტურში

Standings

England, Premier League