კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ხესე როდრიგესს ახალი კლუბი ჰყავს (ფოტო)

“პსჟ”-ს თავდამსხმელი ხესე როდრიგესი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და “სტოკ სიტის” შეუერთდა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ახალ გუნდში განათხოვრების წესით ითამაშებს.

“სტოკ სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი სკოულზმა ხესეს გადაბირება შემდეგნაირად დააკომენტარა.

“ძალიან გვიხარია, რომ ხესემ ჩვენთან თამაში გადაწყვიტა. “პსჟ”-ში გატარებული პერიოდი მის კარიერაში საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა. მას შეუძლია დიდი შთაბეჭდილება დატოვოს პრემიერ ლიგაში” – განაცხადა სკოულზმა.