კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უზბეკეთის სუპერ ლიგა: ელგუჯა გრიგალაშვილის მორიგი გოლი

Image source: championat.asia

 

უზბეკეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურში “აგმკმ” საკუთარ მოედანზე ტაშკენტის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა.  30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 81‘-ე წუთზე შეხვედრის ანგარიში გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯას გუნდი უზბეკეთის სუპერ ლიგის მე-9 ადგილზეა დაგროვებული 26 ქულით. გრიგალაშვილი უზბეუკური გუნდის მაისურით 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

წყარო – pfl.uz

“რომა” – “ნაპოლი” კარლო ანჩელოტის გარეშე ჩატარდება