კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია! (ვიდეო)

12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).

თბილისში ჩემპიონატზე დასაწრებად ჩამოვიდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი სტანისლას პოზდნიაკოვიც. მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა არჩილ გოგელიას, რომელიც წლების მანძილზე ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო – თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება.მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური