კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თემურ ქეცბაია რუსული კლუბიდან წავიდა

თემურ ქეცბაია, ორენბურგი

თემურ ქეცბაიამ რუსეთის პირველ დივიზიონის კლუბის “ორენბურგის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მწვრთნელთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ქეცბაიასთან ერთად გუნდიდან წავიდნენ მისი თანაშემწე – სოსო ჭედია და ფიზმომზადების მწვრთნელი – მიხალის მიხალისი.

ქეცბაიაორენბურგის” მწვრთნელად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით რუსეთის პირველი დივიზიონში სეზონის საწყის 8 ტურში 10 ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილს იკავებს.