კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე ისევ ლაკონურ პასუხებს იძლევა და ჟურნალისტებს თვალს უკრავს (ვიდეო)

თემურ ქეცბაია თავისას არ ეშვება

 

ანორთოსის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია უკვე სამჯერ დააჯარიმეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მასზე არანაირად არ მოქმედებს.

კვიპროსოს ჩემპიონატის მე-7 ტურში “ანორთოსისმა” სტუმრად “ნეა სალამისი1:4 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უკვე ჩვეულად, ერთი-ორი სიტყვით უპასუხა.

გარდა ამისა ამ უცნაური პრესკონფერენციის დროს ქეცბაია დროდადრო ჟურნალისტებს თვალს უკრავდა.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა წინა რამდენიმე შეხვედრების შემდეგაც. სპორტული ეთიკის კომიტეტის მიხედვით, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები დაარღვის გამო ქართველი სპეციალისტი უკვე სამჯერ დაისაჯა და 13 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა გადაიხადა. ახლა კი კვიპროსული მედია წერს, რომ თუკი ქეცბაია ასე გააგრძელებს, შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუხდეს.

კვიპროსის ჩემპიონატის 6 ტურის შემდეგ ანორთოსისი 13 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

წყარო – goal.philenews.com

ბათუმის “დინამომ” “საბურთალო” დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა