კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სრულიად შიშველი მაურო იკარდის “პროვოკაციული” ფოტოსესია და “ინტერის” მწვრთნელის კომენტარი (ფოტო)

ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ საკუთარ მეუღლესთან, ვანდა ნარასთან ერთად, რომელიც ასევე მისი აგენტის მოვალეობებს ასრულებს, ფოტოსესიაში სრულიად შიშველმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ იკარდის “ინტერის” კაპიტანის ხელსაბამი ჩამოერთვა, მას შემდეგ, რაც ვანდა ნარამ ნერაძური მისი მეუღლის მიმართ უპატივცემლობაში დაადანაშაულა. კონფლიქტი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უკავშირდებოდა. იკარდი მოედანზე აღარ გამოდიოდა და ამის მიზეზად ტრავმას ასახელებდა, თუმცა გუნდის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ექიმებს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ გამოუვლენიათ.

აღსანიშნავია, რომ სპალეტი ამ კონკრეტულ ფოტოსესიასაც გამოეხმაურა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვარჯიშებზე ის “ინტერის” ფეხბურთელივით ჩაცმული ცხადდება, და მე მხოლოდ ეს მაინტერესებს, – სპალეტის სოტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ტურინული დერბი. რონალდუმ თავური დარტყმით “იუვენტუსი” გადაარჩინა (ვიდეო)