კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის სიმბოლურში ბორჯღალოსანიც შეიყვანეს

ბექა გორგაძე ტურის სიმბოლურში მოხვდა

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

სარაგბო პორტალმა Planetrugby-მ, ბორჯღალოსანთა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის სიმბოლურში შეიყვანა.

ტურის სიმბოლურში 8 მორაგბე მოხვდა ინგლისის ნაკრებიდან, 3 საფრანგეთიდან, 2 უელსიდან, თითო-თითო შოტლანდიიდან და საქართველოდან.

“უელსის რვა ნომერმა არონ ვეინრაიტმა და ინგლისელმა ბილი ვუნიპოლამ კარგი თამაშები ჩაატარეს, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ბექა გორგაძეზე შევაჩერეთ. მან შთამბეჭდავად ითამაშა, ბურთით 11-ჯერ შეუტია, 74 მეტრი მოიგო და 13 ბოჭვა შეასრულა”, – ასე ახასიათებს გამოცემა ბექას თამაშს.

მეორე ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

ხაზი
15. ტომა რამოსი (საფრანგეთი), 14. ბლერ კინგჰორნი (შოტლანდია), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 12. ჯონი უილიამსი (უელსი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. კალუმ შიდი (უელსი), 9. ბენ იანგსი (ინგლისი);

შერკინება
1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. კამილ შა (საფრანგეთი), 3. კაილ სინქლერი (ინგლისი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ჯო ლონჩბრი (ინგლისი), 6. ტომ ქარი (ინგლისი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო).

 

 

წყარო – planetrugby.com

 

 

 

 

 

თედო აბჟანდაძე: “ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”