კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სერბეთსაც მოუგო (ვიდეო)

აკროპოლისის თასის” გათამაშების მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდმა თანაბრად ეთამაშა და გამართული, მიზანმიმართული და დალაგებული თამაშის წყალობით გამარჯვება მოიპოვა – (68:66).

ჩვენს ნაკრებში 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. 10 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ 9, შერმადინმა კი 8 ქულა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება. ქართველები აკროპოლისის წარმომადგენლობითი ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან.