კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რობერტო ლანდი: “ეს მხოლოდ ერთი შეხვედრაა, მაგრამ მივიღეთ ის, რაც ლოგიკური იყო”

ლანდი კოლხეთი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და საჩხერლებმა მეტოქე 2 ბურთის უპირატესობით – (3:1) დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ “კოლხეთის” ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა რობერტო ლანდიმ განცხადება გააკეთა:

“ეს მხოლოდ ერთი შეხვედრაა, მაგრამ მივიღეთ ის, რაც ლოგიკური იყო. გუნდი ახალი შეკრებილია. ბიჭები მონდომებულები არიან, მაგრამ კონკრეტული მიზეზების გამო, ჯერ ძალიან შორს ვართ კარგი კონდიციებისგან. “ჩიხურა” ამ ეტაპზე უკეთესი გუნდია. ვმუშაობთ პროგრესზე.”

არ მიყვარს პროგნოზები. ყველა შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველა მოთამაშემ უნდა მოუმატოს. საერთო მექანიზმიდან ვინმე ამოვარდნილი რომ იყოს, ეს უკვე პრობლემაა. ვეცდებით, ყველამ ერთად მოვუმატოთ და მოსაგები მოვიგოთ.”

რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეებს ველოდებით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. კლასით უკეთესები მათ გარშემო მყოფ სხვა მოთამაშეებს მეტს მისცემენ, აუხსნიან, სად და როგორ უნდა ითამაშონ. ეს აუცილებელია. მალე, უკეთესი, შეცვლილი გუნდი გვეყოლება” , – განაცხადა ლანდიმ.

 

Eliga მე-19 ტური. “ჩიხურამ” “კოლხეთი” 2 ბურთის სხვაობით დაამარცხა