კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოქრიაშვილის ”კრასნოდარი” ევროპის ლიგის ფლეი-ოფშია (ფოტო)

თორნიკე ოქრიაშვილის ”კრასნოდარი” ევროპის ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს.

მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუსულმა კლუბმა ”ლიუნგბიუს” სტუმრად- 3:1 მოუგო და ორრაუნდიან დუელში დანიელებს საბოლოოდ- 5:2 აჯობა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის გამო განაცხადში ვერც ამჯერად მოხვდა. კრასნოდარელთაგან მაურისიო პერეირამ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი პაველ მამაევის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა თავი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.

”კრასნოდარის” მეტოქე სერბეთის “ცრვენა ზვეზდა” იქნება. რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის ფლეი-ოფის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.