კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ვალვერდემ “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფრომა

კატალონიის “ბარსელონას” მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ განცხადება “ბლაუგრანას” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ახალი კონტრაქტი ესპანელ მწვრთნელს “ბარსელონასთან2020 წლამდე დააკავშირებს და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს მოიცავს.

ვალვერდე “ბარსელონას2017 წლიდან წვრთნის. 55 წლის სპეციალისტმა კატალონიელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

ამ მომენტისთვის “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და მადრიდის “რეალს6 ქულით უსწრებს.

 

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს